ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
ამ დროისთვის გადაკეტილია ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე ფოსტის მიმდებარე ტერიტორია.
მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა, რომელიც "ზუგდიდობა 2023"-ის აღსანიშნად მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება, უახლოეს საათებში მოიხსნება.
ავტომობილების გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები