წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში წუხელ, გვიან ღამით, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის უფროსს.
არსებული ინფორმაციით წაღებულია 250 ლარი. დაზარალებული მამაკაცი ამ დროისთვის ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
როგორც რადიო
,,ათინათს'' შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, 16 სექტემბრის ღამით, ხუთი პირი შეიჭრა და
ოჯახი დააყაჩაღეს.
მასალის გამოყენების პირობები