დღეს, 18 სექტემბერს ცენტრ ჯი-ელ-სი-ს ზუგდიდის განყოფილებაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა.
ცერემონიაზე წარჩინებული მოსწავლეები გამოავლინეს, მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, იყო სიტყვით გამოსვლები და მეშვიდე კლასელთა დახვედრა. ღონისძიების ორგანიზატორი ამავე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიაკო ვეკუაა , რომელსაც ორგანიზებაში სკოლელები დაეხმარნენ.
“მოხარული ვარ ახალი სასწავლო წლის დაწყებით და ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ვუსურვებ წარმატებას. ვიმედოვნებ, რომ კვლავ ბევრ წარმატებას მივაღწევთ თანასკოლელებთან, ადმინისტრაციასა და დირექციასთან ერთად”,- აღნიშნა ვეკუამ.
ღონისძიების შემდეგ საგაკვეთილო პროცესი განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები