ზუგდიდის მერიამ კომპაკ სპორტინგში შეჯიბრისთვის 10 ათასი ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპაკ სპორტინგში შეჯიბრების ორგანიზების მომსახურებისთვის 10 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტ - „საქართველოს სპორტინგის ფედერაციამ“. ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიების ჩატარების ლოკაციაზე, შემსყიდველის მიერ მითითებულ დროსა და ადგილას უნდა მოაწყოს შეჯიბრებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცე, სასროლი მოედანი და სასროლი პოზიციები. ასევე, გამარჯვებულმა თეფშის სასროლი მანქანებით, სასროლი თეფშებითა და სასაჩუქრედ ვაზნებით მომსახურება, მსაჯის და ტექნიკური მუშაკის მოწვევა უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დასრულდა. გამარჯვებულმა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება 2023 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა გაწიოს.
ფოტო: საქართველოს სპორტინგის ფედერაცია
მასალის გამოყენების პირობები