დასავლეთ საქართველოში მომდევნო დღეებში დარი შენარჩუნდება - სინოპტიკოსები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდსა და მარტვილში 25 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 26-27 სექტემბერს კი სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს ელიან.
სააგენტოს ცნობით, სანაპირო რეგიონებში - ანაკლიასა და ფოთში 25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, ხოლო 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები