ამინდი უარესდება - მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურება - სინოპტიკოსების პროგნოზი
2 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
ამავე ცნობით, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიან შტორმული ღელვას ელიან.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები