ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე, სოფელ დავითიანის მიმდებარედ ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ორივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, პაციენტები კლინიკაში შეყვანისას გონზე იყვნენ. ამ ეტაპზე კი მათ გამოკვლევები უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები