9-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მაღალმთიან ზონაში კი მოთოვს.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
ამავე ცნობით, ნავარაუდევია ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიან შტორმს ელიან.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ , რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები