11 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 12 ოქტომბერს გამოიდარებს და დათბება.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
ამავე პროგნოზით, ანაკლიასა და ფოთში 11 ოქტომბერს იწვიმებს, ხოლო 12 ოქტომბერს უნალექო ამინდს ელიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდსა და მარტვილშიც ასეთივე ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები მესტიაში 11 ოქტომბერს თოვლს ვარაუდობენ, მომდევნო დღეებში კი - უნალექო ამინდს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები