2022 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 105.7 ლარი იყო - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2022 წლის საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, რომლის მიხედვითაც, სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო თვიური ხელფასი
1 105.7 ლარი ფიქსირდება. დოკუმენტში მითითებულია, რომ ქვეყნის მასშტაბით, 2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7, ხოლო კაცების - 1 827.0 ლარი იყო, ხელფასების წლიური ზრდა გასულ წელს ქალებში 192.2 ლარი (18.2 %), ხოლო კაცებში - 289.1 ლარი (18.8%) ფიქსირდება.
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. ამავე ცნობით, 2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1%, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები