ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის "საექსპორტოდ" გატანა 7 ოქტომბერს დაიწყო, წერს "აფსნიპრესი".
ამ დრომდე დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში 8101 კგ მანდარინია "ექსპორტირებული".
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წელს აფხაზეთში 30 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
გამოცემა წერს, რომ 2022 წლის ანალოგიური პერიოდში რუსეთში "ექსპორტზე" 39 ათას ტონამდე ციტრუსი გავიდა
მასალის გამოყენების პირობები