სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობისთვის წებელდის პოლიგონზე წვრთნები გაიმართა.
იმიტირებულ ღონისძიებაში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა "კომუნიკაციის, კონტროლისა და დაზვერვის სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შორის "სტრელეცი"გამოიყენეს, წერს "აფსნიპრესი".
ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მე - 7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები