საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების ახალი პროექტი დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპლექსების მშენებლობა, ერთდროულად, ქვეყნის 5 ქალქში მიმდინარეობს, მათ შორის არის ზუგდიდი, სადაც 7 კორპუსი შენდება 1700 დევნილი ოჯახისთვის.
სამინისტროს განმარტებით, ჯამში, განსახლების პროგრამებით, 2023-2025 წლებში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება.
პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები