წალენჯიხის საავადმყოფოში დიალიზის პროგრამა რამდენიმე თვეში ამოქმედდება - ამის შესახებ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.
უმრავლესობის წევრი დასძენს, რომ მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ახალი მანქანა შეემატება. ზარქუა აღნიშნული პროგრამებისთვის მადლობას ჯანდაცვის მინისტრსა და მის მოადგილეს უხდის.
„ასევე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მთავრობა იმ სახსრების გამოყოფასაც შეძლებს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ულამაზესი კურორტი სქურის გზის რეაბილიტაციას ესაჭიროება“, - აღნიშნავს დეპუტატი.
სოციალურ ქსელში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ და დაწერა, რომ „მერიისგან გაჟღერებულმა ხალხის მოთხოვნებმა შედეგი დადო“.
ერთადერთი ოპოზიციონერი მერი მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები