მომდევნო ორი დღე ჰაერი 27-28 გრადუსამდე დათბება - სინოპტიკოსები
ზუგდიდსა და მთელს სამეგრელოში მომხდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სინპოტიკოსების პროგნოზით, პარალელურად იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი 23-დან 28 გრადუსამდე იქნება.
სააგენტოში ამინდის გაუარესებას 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ვარაუდობენ და ამბობენ, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ასეთი ამინდი 25 ოქტომბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები