გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას გზდ ავრცელებს.
უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ გურძემში, მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.
სახერხი საამქრო დაილუქა.
"ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები