ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 425 ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ზეთის, შაქრის, მაკარონის, ფქვილის, კარტოფილისა და ხახვის
შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სურსათის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ 39 100 ლარი გამოიყო.
რაც შეეხება თითოეული პროდუქტის ღირებულებას, 425 ოჯახისთვის თითო ბოთლი ზეთის შესაძენად 5 950 ლარია გამოყოფილი, 10-10 კგ. შაქრისა და თითო მაკარონის შესაძენად - 18 275 ლარი, თითო ტომარა ფქვილის საყიდლად - 14 875 ლარი, 10-10 კგ. კარტოფილისა და ხახვის შესაძენად კი 13 600 ლარია გავალისწინებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 25 ოქტომბრიდან დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს დაფასოებულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს საქონლის ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
პროდუქტის სრულად მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 დღე.
მასალის გამოყენების პირობები