ერთ წელიწადში კიდევ 150 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სამსახურები მოეწყობა - მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ წელიწადში დამატებით 150 მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სამსახურის მოწყობა იგემება.
„მეტეროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის 170 სადგური უკვე მოქმედებს, ხოლო მომავალი წლიდან კი 150 სადგური დაემატება. გვაქვს გეგმები სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებით კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ, რომლებიც კიდევ უფრო დააჩქარებს პროცესებს, რათა შევაფასოთ ყველა რისკის ზონა. 22-ზე მეტი მყინვარი გვაქვს, სადაც ეს პროცესებია შესაფასებელი“, - განმარტა შამუგიამ.
მინისტრის ინფორმაციით, პროცესში შვეიცარიიდან და გერმანიიდან უმაღლესი დონის სპეციალისტები ჩაერთვებიან.
მასალის გამოყენების პირობები