სექტემბერში საარსებო შემწეობა 435 578-მა პირმა მიიღო, მათ შორის 226 328 ბავშვია
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაზე დაყრდნობით, სექტემბერში საარსებო შემწეობა 435 578-მა პირმა მიიღო, აქედან 226 328 ბავშვია. ჯამში გასულ თვეს შემწეობა 122 416-მა ოჯახმა მიიღო.
სააგენტოს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 200 191 სოციალურად დაუცველს 4 წლის განმავლობაში სტატუსი შეუნარჩუნდება.
აქვე აღნიშნულია, რომ გასულ თვეს საარსებო შემწეობის მიღება 20 872 სოციალურად დაუცველს შუჩერდა, 440-ს კი შეუწყდა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დასახელდა, რომ ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება.
უწყების ცნობით, სექტემბერში, 5 842-მა ადამიანმა უარი თქვა ფულადი დახმარების მიღებაზე, ხოლო 15 855 პირის შემთხვევაში მიმდინარეობს სოციალური დახმარების დანიშნვის პროცედურა.
მასალის გამოყენების პირობები