ახალი ამბები
ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI
საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ოფიციალურ გვერდზე.

"აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. მისი განცხადებით, სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსება მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ემსახურება მათი უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას", - აღნიშნულია შეფასებაში.

ორგანიზაციის ცნობით, სამხედრო საზღვაო ფლოტის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები უკვე სამი კვირაა მიმდინარეობს.

"რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია; სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული", - წერს ორგანიზაცია.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული გახდა ახალი ბაზის შექმნა გამოეცხადებინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა მისი თქმით, უკრაინული რაკეტები და საზღვაო დრონები მათ ყველგან მიწვდებიან.

ორგანიზაციამ პუნქტებად ჩამოთვალა ის აუცილებელი ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ უნდა გადადგას:

"საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ ინიციირებული რეზოლუცია "რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ";

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეების შესახებ;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზაცია საკითხის მნიშვნელობის გარშემო".

ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა, ხოლო 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს".




ამავე თემაზე

ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების ახალი პუნქტი შეიქმნება - ბჟანია
ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის - პრეზდენტი ოჩამჩირეში რუსეთის ბაზის განთავსებაზე"ანაკლიას" მხოლოდ პორტი (ოჩამჩირე) კი არ ემუქრება, მთლიანად ანაკლიის პროექტს ოკუპაცია ემუქრება - ლოლუაშვილი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.