წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორი ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა.
თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახრეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები