ფოთის პორტიდან გურიაში, სოფელ ნატანებში მდებარე დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ზომის ხეები წაიღეს.
8 ბაობაბის წასაღებად გზად პორტიდან პარკამდე ელექტროკაბელების ჩახსნა, ზოგან კი გადაჭრა გახდა საჭირო. შედეგად დენი აბონენტების ნაწილს არ მიეწოდებოდა.
საჭირო გახდა შუქნიშნების გარკვეული ნაწილების ჩამოხსნაც. პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ზედამხედველობდნენ.
პორტის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური და დაცვის პოლიციის არაერთი ეკიპაჟი.
მასალის გამოყენების პირობები