ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
უწყების ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
მათივე განმარტებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
„აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა'', - წერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე.
დაწესებულებების სია იხილეთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები