პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში მილიონზე მეტი ლარის მითვისებისთვის სამი პირი დააკავეს
„დანერგე მომავლის“ ბენეფიციარების და სახელმწიფო კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებისა და ყალბი დოკუნენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დააკავეს, ოთხი კი ამხილეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბენეფიციარებმა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლისა და ნუშის ნერგების შესაძენად.
„პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება,თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუგლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები