1, 2 და 3 ნოემბერს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ზოგიერთ რაიონში კი - ხანმოკლე წვიმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 1-2 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 3 ნოემბერს ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთს 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3 ნოემბერს კი წვიმას ვარაუდობენ.
მესტიაში 1 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2-3 ნოემბერს კი იწვიმებს.
მასალის გამოყენების პირობები