ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი
ხანძრის ქრობის პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. რთული რელიეფის გამო კი ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები