ლუგელას ხეობაში ხანძრის ლოკალიზება ისევ ვერ ხერხდება - მუშაობა დილიდან განახლდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, ორი ვერტმფრენი.
ცეცხლის ლოკალიზება, ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ცეცხლის კერების არეალი არ გაფართოებულა.
ხანძარი ლუგელას ხეობაში ორი დღის წინ გაჩნდა. ცეცხლი მთის ფერდობაზე ფოთლებსა და ბუჩქნარს უკიდია. ამ ეტაპზე მოსახლეობამდე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები