2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყით სარგებლობის 36 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით 297 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის,243 ხე-ტყვის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამოვლენის ფაქტია.
"ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 321 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 48 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო'', - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს განმარტებით, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები