ზუგდიდში, სოფელ ოირემეში საცხენოსნო შეჯიბრი ,,ზუგდიდის თასი-2023” გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შესაბამისი ფოტოები ზუგდიდის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა არცერთ ფოტოში არ ჩანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღონისძიებას დაწყების მომენტიდან ესწრებოდა.
ის ფეისბუქის პირად ანგარიშზე დოღის მიმდინარეობისას ვიდეოებს აქვეყნებდა.
რატომ არ გადაუღეს ან თუ გადაუღეს რატომ არ გამოაქვეყნეს პრეზიდენტის ფოტო მერიის გვერდზე, ვკითხეთ პრესსამსახურის ხელმძღვანელს. მაგდალინა თოდუამ
რადიო "ათინათს" უთხრა, რომ იმ დროს, როცა პრეზიდენტი დოღს ესწრებოდა, თავად ადგილზე არ იყო, თუმცა მერიისვე გამოქვეყნებულ ერთ ფოტოში ზურაბიშვილი შორ კადრში მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები