ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი წუხელ საღამოს გაუჩნდა.
ავტობუსი მისივე მეპატრონის ქირიას სახლთან იდგა და ცეცხლი ოჯახის წევრებმა გვიან ღამით შეამჩნიეს. მიკროავტობუსი სამგზავრო რეისს პერიოდულად თბილისამდე ასრულებდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად და სავარაუდო ვერსიად პირადი კონფლიქტი სახელდება. დამატებითი დეტალები უცნობია.
რადიო ,,ათინათი'' შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები