ბოლო 9 თვის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიზიკური ძალადობის 66 შემთხვევა გამოვლინდა - შსს
2023 წლის ინვარ-სექტემბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიზიკური ძალადობის 66 ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ სტატისტიკა შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ფსიქოლოგიური ძალადობის - 303, ეკონომიკური - 9, სექსუალური - 3, იძულების - 3 და უგულებელყოფის - 2 შემთხვევა გამოვლინდა.
სამინისტროს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფიზიკური ძალადობის 1764 ფაქტი აღირიცხა და 6510 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
მასალის გამოყენების პირობები