საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების მიზნით, 2023-2025 წლებში ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
ამავე ცნობით, აღნიშნული კორპუსები გათვალისწინებულია 1700 დევნილი ოჯახისთვის.
ასევე, როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ზუგდიდის გარდა, კიდევ 4 ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს და ჯამში 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები