გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდსა და მარტვილში 10-13 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, სანაპირო რეგიონებში - ანაკლიასა და ფოთში, 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 ნოემბრამდე, ასევე, თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსამდე დათბება.
მესტიაშიც უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით+13, +15 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები