გუდაუთაში მომხდარ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით,
Nissan Skyline-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, წერს „აფსნიპრესი“.
შემთხვევა გუდაუთის რაიონის სოფელ ააცის მიმდებარედ, გზატკეცილზე მოხდა.
ამავე ცნობით, შეტყობინება „საგანგებომ“ 22:40 საათზე მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები