დღეიდან, 14 ნოემბრიდან, ზუგდიდსა და სამ სხვა ქალაქში ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ
ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
"ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.
ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ", - წერია სააგენტოს
ოფიციალურ გვერდზე. ამავე ცნობით, იუსტიციის სახლებში განაცხადების შევსება 2024 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა განსახლების მიზნით, 2023-2025 წლებში ზუგდიდში 7 კორპუსი შენდება.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში დევნილთა 7 კორპუსი შენდება - მთავრობა
ზუგდიდში დევნილთა ბინებზე განაცხადების მიღება იწყება
მასალის გამოყენების პირობები