ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე უბანში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების დასახლებები მდებარეობს. დევნილთა იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება საცხოვრებელ ფართს, ამჟამად
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში უწევს ცხოვრება, ნაწილი სახელმწიფოს მიერ აშენებულ კორპუსებში ცხოვრობს.
რადიო "ათინათი" ეწვია დევნილთა დასახლების რამდენიმე ლოკაციას, მათ შორის ბარამიას ქუჩას, თაბუკაშვილის ქუჩას, ე.წ. ფაიფურის, კომბინატისა და ინგირის დასახლებებს.
ზუგდიდში დევნილთა ბინებზე განაცხადების მიღება გუშინ დაიწყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლამდე ზუგდიდში დევნილთა 7 ახალი კორპუსი აშენდება.
მასალის გამოყენების პირობები