ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუდაუთის რაიონში, სოფელ დრუჟბასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა 17 ნოემბერს, შუადღის საათებში, " ფსოუ - ენგურის გზატკეცილის 74-ე კილომეტრზე მოხდა, Nissan Tiana - ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზისპირა თხრილში გადავარდა", შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები