წალენჯიხაში, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი გადახადა,
ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების გამო კი ჯვარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, უკვე დაწყებულია ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მზადება.
ამავე ცნობით, ამ დროისთვის ჯვარში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.
მერის წარმომადგენლების განცხადებით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, მას სპეციალური კომისია ითვლის და შედეგების მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მობილიზდება შესაბამისი თანხები, რათა დაზიანებული ობიექტები სრულად გადაიხუროს.
მათივე ინფორმაციით, იქამდე, სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები