სენაკში სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებს ფანჯრის ნაწილი დაეცათ - ორივე მათგანი საავადმყოფოშია
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა - გიმნაზიის ორი პედაგოგი "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, ისინი ფანჯრის გაღებას
ცდილობდნენ, როცა ინცინდენტი მოხდა. მისივე თქმით, ფანჯრის ნაწილი ჩამოვარდა და ორივეს დაეცა.
დაშავებული პედაგოგების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა "არქიმედეს" დირექტორის მარეხ ადანაიას თქმით, მათ თავის არეში მიღებული ჭრილობები დაუმუშავდათ.
"ორივე მათგანი სტაბილურადაა. შემოიყვანეს დაზიანებებით, დაუმუშავდათ ჭრილობები და დაკვირვების მიზნით, ჯერჯერობით, რჩებიან კლინიკაში",-აღნიშნა ადანაიამ.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები