ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ტაქსია.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი ეკიპაჟი.
მასალის გამოყენების პირობები