რეგიონი
“ვარდების რევოლუციიდან” 20 წელი გავიდა
2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა, 20 წელი გავიდა.

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და ბლოკებმა ხალხთან ერთად მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყეს თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, საპროტესტო აქციები იყო ზუგდიდში, სადაც 7 ნოემბერს ჩასულ მიხეილ სააკაშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების, აქციის მონაწილეების მიმართ იყო სროლაც.

მოგვიანებით კი, რეგიონებიდან დედაქალაქისკენ დაძრულ ავტოკოლონას წალენჯიხიდან მიმავალი ავტობუსი მიუძღოდა, სადაც სააკაშვილი იჯდა.

2003 წლის 22 ნოემბერს, მეხუთე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნაზე, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა, ჯარისა და პოლიციის კორდინების გარღვევის შემდეგ ხალხთან ერთად შევიდა ოპოზიციონერი ლიდერი, ენმ-ს ხელმძღვანელი სააკაშვილი. სხდომათა დარბაზში ისინი სკანდირებდნენ: “გადადექი”.

2003 წლის 23 ნოემბერს გადადგა ედუარდ შევარდნაძე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა ნინო ბურჯანაძე და არჩევნების გაუქმების შემდეგ დაინიშნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

2004 წლის იანვრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
რიყეში სახალხო დღესასწაული ,,რიყეობა" გაიმართა. სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ ჩატარდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ინიციატივით,
ზუგდიდის მერიაში, 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
დღის სიახლეები
07 / სექტემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 9 სართულიანი კორპუსის მოპირკეთების პროცესში დაღუპული მუშა თურქეთის მოქალაქეა.
07 / სექტემბერი 2024
მუშა რომელიც ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მშენებლობიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
07 / სექტემბერი 2024
მოსკოვმა და სოხუმმა დაამტკიცეს საქონლის ჩამონათვალი და მოცულობა, რომელსაც რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შიდა მოხმარებისთვის „უბაჟოდ“ შეიტანენ. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამის ოქმს მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, წერს „ აბხაზია ინფორმი“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.