აფხაზეთი რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს - სოხუმი
აფხაზეთ - რუსეთის ე.წ. საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მიზეზად კი კრასნოდარის სამეცნიერო და ხელოვნების პარკში "სირიუსში" ახალგაზრდა
მეცნიერთა III კონგრესის გამართვა დაასახელა.
"ეხო კავკაზას" თანახმად, საგზაო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან საგზაო პოლიციის პუნქტი "ხოლოდნაია რეჩკაც" გაიხსნა.
ინფორმაციისთვის, სირიუსი ქალაქური ტიპის დასახლებაა კრასნოდარის მხარეში, რუსეთის პირველი ფედერალური ტერიტორია. მედიის ცნობით, კოგრესზე, სავარაუდოდ , ვლადიმერ პუტინის გამოსვლა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები