აბაშის მუნიციპალიტეტში მარტვილელი ცოლ-ქმარი, რომელსაც ბაზარში ყველი გასაყიდად მიკროავტობუსით მიჰქონდა, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ იარაღის მუქარით გააჩერეს მიკროავტობუსი, ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, დააზიანეს მიკროავტობუსი, თუმცა მობილური ტელეფონის გარდა ვერაფრის წაღება მოახერხეს, რადგან დაზარალებულ ცოლ-ქმარს თან ფული არ ჰქონდა.
ამ წუთებში, აბაშის პოლიციაში იკითხებიან დაზარალებულები. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები