მსხვერპლით დასრულდა გუდაუთაში, ბზიფის ხიდზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ უფროსის მოადგილემ ასტამურ ტანიამ სააგენტოს განუცხადა, რომ ერთმანეთს ორი, Toyota Alphard - ის და Volkswagen - ის მარკის, ავტომობილი შეეჯახა.
ამავე ცნობით, Toyota - ს მძღოლი შემხვედრ ზოლზე გადავიდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. Volkswagen - ის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები