თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე გადაადგილება ერთი კვირით შეიზღუდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება), გზის სავალი ნაწილი 8-დან 15 დეკემბრის ჩათვლით შევიწროვდება. შესაბამის ინფორმაციას საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გადაწყვეტილება უკავშირდება არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს,ხოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალ სამოძრაო ზოლზე იქნება ნებადართული.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მასალის გამოყენების პირობები