წალენჯიხის მერია საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 36 400 ლარს გამოყოფს
წალენჯიხის მერიამ 2023 წლის საახალწლო ზეიმის ორგანიზებისთვის 36 400 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამარჯვებულ პრეტენდენტს დაევალება სხვადასხვა მომსახურების გაწევა, მათ შორის, სცენისა და დახლების დაქირავება, დიჯეისა და ცნობილი მუსიკოსების შერჩევა, საახალწლო ფოიერვერკის მოწყობა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანზე.
ტენდერში წინადადებები მიიღება 13-დან 15 დეკემბრამდე. აღნიშნული მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები