2023 წლის პირველ 9 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 20 ქალზე იძალადეს
2023 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის 20 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 5 ქალზე ფიზიკურად, 15-ზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ამის შესახებ შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკაში ვკითხულობთ.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერების რაოდენობას, ამ პერიოდში რეგიონში 15 ასეთი ორდერი გამოიცა. მსხვერლებს შორის ყველა ქალია, უმეტესად 25-დან 44 წლამდე. ამავე ასაკისაა მოძალადე მამაკაციც.
მასალის გამოყენების პირობები