9 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 20 ბავშვი გახდა
2023 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ბავშვთა მიმართ ძალადობის 20 შემთხვევა მოხდა, მათგან 5 მამრობითი, ხოლო 15 მდედრობითი სქესისაა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს- ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, ოჯახში ძალადობის კუთხით, ამ პერიოდში 319 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მსხვერპლთა უმრავლესობა (242 პირი) 25-დან 44 წლამდე ქალია. ამავე ასაკისაა უმეტესი მოძალადე მამაკაცი.
როგორც სტატისტიკაშია მოცემული, კატეგორიების მიხედვით ყველაზე მეტი, 303 ფსიქოლოგიური, 66 კი ფიზიკური სახის დანაშაული იყო.
მასალის გამოყენების პირობები