გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების სწავლების დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 14 დეკემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„2013 წლიდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანათავმჯდომარეობით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს 2023-2024 სასწავლო წელს სწავლებას დაუფინანსებენ, ამისათვის მათ მოუწევთ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლა და განცხადების წარდგენა როგორც სტუდენტს, რომელიც პირველად ან გასულ წლებშიც ერთვებოდა და ფინანსდებოდა აღნიშნული პროგრამით“,- ვკითხულობთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. განაცხადების შევსება მსურველებს აღნიშნულ პორტალზე შეუძლიათ:
https://socreg.mes.gov.ge
ამავე თემაზე:
გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებსა და სტუდენტებს ფინანსური დახმარება გაეწევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი
მასალის გამოყენების პირობები