დღეს, 16 დეკემბერს, გალის სოფელ წარჩეში დაკრძალეს თემურ კარბაია, რომელიც 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ინფორმაციას „მოძრაობა აფხაზეთისთვის" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხედარს გუშინ ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელიც ადასტურებს, რომ მამაკაცი ცემისგან მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
„დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება“, - ვკითხულობთ მოძრაობის ფეისბუკგვერდზე.
კარბაიას სიკვდილის შესახებ 9 დეკემბერს გახდა ცნობილი . 43 წლის მამაკაცის ოჯახის წევრების
ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.
დე ფაქტო სუს- ის მიერ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გალის მცხოვრებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში
თვითდაზიანება სცადა. უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "აიაშარას" მოთხოვნის პასუხად მიაწოდა და დასძინა, რომ კარბაიას გარდაცვალების საქმეს „შესაბამისი სამსახურები სწავლობენ“.
გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა,
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და
მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს ეფექტიანი გამოძიებისთვის მაქსიმალური ძალისხმევისკენ.
მასალის გამოყენების პირობები